მახსოვს ოდესღაც წავიკითხე, რომ ზოგი ადამიანი სასაუბრო ენას საკუთარი მოსაზრების დამალვის მიზნით იყენებს, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან ვიცი, რომ უმეტესი მათგანი საუბარს აზროვნების მაგივრად იყენებს. საქმოსანი ადამიანის სასაუბრო ენა შედარებით ნაკლებად რეგულირებად და მარტივ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს მისი, როგორც ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლის, სხვა ფუნქციებთან შედარებით. ეს არის მაგალითად: გააჩნდეს სათქმელი. თქვას მისი სათქმელი. და ამით დაასრულოს საუბარი. როცა ვაჭარი ლაპარაკს იწყებს მაშინ, როცა სალაპარაკო თემა ჯერ კიდევ არჩეული არა აქვს და აგრძელებს საუბარს მას შემდეგ რაც უკვე სათქმელი გამოთქვა, მისმა ამგვარმა ქმედებამ იგი ან სასამართლოს კარამდე შეიძლება მიიყვანოს, ან გააღატაკოს. სასამართლოს კარამდე მისვლა კი გაღატაკების უმოკლესი გზაა. მე აქ იურიდიული განყოფილება ჩამოვაყალიბე, რომელიც საკმაოდ ძვირი მიჯდება, მაგრამ იგი მე კანონთან შეხებისაგან მიცავს. ეს დასაშვებია მაშინ, როცა ქალს ურეკავთ ან სადილის შემდეგ მეგობრებს ესაუბრებით და როცა თქვენი საუბარი კვირა დღის გრძელ ექსკურსიას წააგავს, როცა ავტომანქანას მხოლოდ მაშინ აჩერებთ, ყვავილების დასაკრეფად რომ გადადიხართ. სამსახურში კი რაც შეიძლება მოკლედ უნდა თქვათ თქვენი სათქმელი. გამოტოვეთ შესავალი სიტყვა და დასკვნა და შეწყვიტეთ საუბარი მანამ, სანამ სხვა თემაზე გადახვიდოდეთ. ცოდვილთა აღმოსაჩენად მოკლე აღსარებას უნდა კითხულობდეთ და არც დიაკონებს მიაჩნიათ, რომ გრძელი საუბარი საჭირო იყოს. მიეცით სულელებს პირველი და ქალებს კი საბოლოო სიტყვა. ხორცი ყოველთვის ბუტერბროტის შუაშია მოთავსებული; თუმცა მისი კიდეების კარაქით შეკაზმვა ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ გააჩნია ვისთვის: ალბათ მხოლოდ იმისთვის, ვისაც კარაქი უყვარს. აგრეთვე დაიმახსოვრეთ, რომ გაცილებით ადვილია მიიღოთ ბრძენი ადამიანის გამომეტყველება, ვიდრე ბრძნულად ისაუბროდ. ისაუბრეთ სხვაზე გაცილებით ცოტა და მოისმინეთ იმაზე მეტი ვიდრე ილაპარაკებთ, რადგან როცა ადამიანი ისმენს, ის თავის თავს არ გასცემს და ამასთანავე სიამეს ანიჭებს იმ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს. მიეცით მამაკაცების უმრავლესობას კარგი მსმენელი და ქალების უმრავლესობას კი საკმარისი რაოდენობის ბლოკნოტის ფურცლები და ისინი მოგიყვებიან ყველაფერს, რაც კი იციან. ფულს მეტყველების უნარი გააჩნია გარდა იმ შემთხვევისა, როცა მის მეპატრონეს ენა არ უჩერდება და როცა მისი კომენტარები შეურაცხმყოფელია მსმენელისათვის. სიღარიბესაც გააჩნია მეტყველების უნარი, მაგრამ ვის უნდა მისი მოსმენა და ვის აინტერესებს მისი ნათქვამი. | Entry #9844
- 2 users entered 5 "like" tags
- 1 user agreed with "likes" (1 total agree)
- 1 user disagreed with "likes" (2 total disagrees)
+1 ჩემი პრაქტიკიდან ვიცი, რომ უმეტესი მათგანი საუბარს აზროვნების მაგივრად იყენებს. | Flows well Good finding | Maya Gorgoshidze | |
სასამართლოს კარამდე მისვლა კი გაღატაკების უმოკლესი გზაა. | Flows well | schlosser (X) No agrees/disagrees | |
მე აქ იურიდიული განყოფილება ჩამოვაყალიბე, რომელიც საკმაოდ ძვირი მიჯდება, მაგრამ იგი მე კანონთან შეხებისაგან მიცავს. | Flows well Good version | Maya Gorgoshidze No agrees/disagrees | |
-1 1 გაცილებით ადვილია მიიღოთ ბრძენი ადამიანის გამომეტყველება, ვიდრე ბრძნულად ისაუბროდ. | Flows well | schlosser (X) | |
-1 1 სიღარიბესაც გააჩნია მეტყველების უნარი, მაგრამ ვის უნდა მისი მოსმენა და ვის აინტერესებს მისი ნათქვამი. | Flows well | schlosser (X) | |
- 2 users entered 8 "dislike" tags
- 3 users agreed with "dislikes" (7 total agrees)
| Punctuation Comma missing. there should be "ეს არის, მაგალითად:" | Maya Gorgoshidze | |
და ამით დაასრულოს საუბარი. | Grammar errors Georgian sentence should not start with "and" (after a dot). | Maya Gorgoshidze No agrees/disagrees | |
+2 1 ურეკავთ | Mistranslations call on sb. means visit, come to see sb. | schlosser (X) | |
| Mistranslations 'Sunday-school' (საკვირაო სკოლა) is translated as 'Sunday' | Maya Gorgoshidze | |
+2 1 ავტომანქანას | Mistranslations it is 19th century, there were no cars then | schlosser (X) | |
რომ გრძელი საუბარი საჭირო იყოს | Grammar errors grammar error - there should be "... საუბარი საჭიროა" | Maya Gorgoshidze No agrees/disagrees | |
ხორცი ყოველთვის ბუტერბროტის შუაშია მოთავსებული; თუმცა მისი კიდეების კარაქით შეკაზმვა ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ გააჩნია ვისთვის: ალბათ მხოლოდ იმისთვის, ვისაც კარაქი უყვარს. | Punctuation Incorrect punctuation marks ';' | Maya Gorgoshidze No agrees/disagrees | |
სიღარიბესაც გააჩნია მეტყველების უნარი, მაგრამ ვის უნდა მისი მოსმენა და ვის აინტერესებს მისი ნათქვამი. | Punctuation The construction of this sentence requires '?' at the end (a question) | Maya Gorgoshidze No agrees/disagrees | |
|